Mittwoch, 26. März 2014

მეცხრე დღე

1.მასალის  გამეორება
2.პიკასა  ალბომი
3.რეფლექსია
4.ტრენინგის მნიშვნელობის  დასაბუთება

    ტრენინგის  ბოლო  დღე  დავიწყეთ  მასალის  გამეორებით. შემდეგ  შევისწავლეთ
პიკასა  ალბომი.  ეს  ალბომი დაგვეხმარება  ჩვენი  სურათები  მოვაქციოთ  ერთ  ალბომში
და განვათავსოთ  ეს ალბომი  ჩვენს  ბლოგზე  ჩვენს  პორტფოლიოში..
      მოვახდინეთ ნასწავლი  მასალის  რეფლექსია.
       ტრენინგის  მნიშვნელობის  დასაბუთება:  ტრენინგი  მნიშვნელოვანი  იყო ,როგორც პრაქტიკული  ისე თეორიული  თვალსაზრისით. ეს  ტრენინგი  დამეხმარება  სასწავლო პროცესი  გავხადო  უფრო  მრავალფეროვანი  და საინტერესო, რაც  საშუალებას მომცემს გვზარდო  საგაკვეთილო  პროცესში  მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია.  ამავე  დროს  ტრენინგის  საშუალებით  კიდევ  უფრო  კარგად  გავითავისე
 პროექტზე  მუშაობის  თავისებურებები,  მისი სწორად  დაგეგმვის   მნიშვნელობა ,
 მოსწავლეთა  საჭიროებების, მათი შესაძლებლობების  და ინტერესების გათვალისწინების  აუცილებლობა.
       ჩემთვის  ყველაზე საინტერესო  იყო  სარეკლამო  ბუკლეტის  შექმნაზე .საპრეზენტაციო  მასალის  მომზადებაზე ,  და  მოსწავლეთა მრავალფეროვან მრავალმხრ
ივ შეფასებებზე  მუშაობა და ჩემი  ნამუშევრების  ჩემს   ბლოგზე  განთავსება.
        ვისურვებდი, რომ  ასეთი  საინტერესო  და სასარგებლო  ტრენინგზე  ყოფნის
საშუალება  კიდევ  მომცემოდეს. კარგი  იქნება  თუ  ასეთ  ტრენინგებს  ცოტა  მეტი
დრო  დაეთმობა.
          დიდი  მადლობა  ქალბატონ  ქეთევან  ცერაძეს  ასეთი  საინტერესო  და
მაღალკვალიფიციური ტრენინგისათვის, მადლობა ჩვენთან  გატარებული
ცხრა  სამუშაო  დღისთვის.
     

 

   

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen