Mittwoch, 26. März 2014

მეცხრე დღე

1.მასალის  გამეორება
2.პიკასა  ალბომი
3.რეფლექსია
4.ტრენინგის მნიშვნელობის  დასაბუთება

    ტრენინგის  ბოლო  დღე  დავიწყეთ  მასალის  გამეორებით. შემდეგ  შევისწავლეთ
პიკასა  ალბომი.  ეს  ალბომი დაგვეხმარება  ჩვენი  სურათები  მოვაქციოთ  ერთ  ალბომში
და განვათავსოთ  ეს ალბომი  ჩვენს  ბლოგზე  ჩვენს  პორტფოლიოში..
      მოვახდინეთ ნასწავლი  მასალის  რეფლექსია.
       ტრენინგის  მნიშვნელობის  დასაბუთება:  ტრენინგი  მნიშვნელოვანი  იყო ,როგორც პრაქტიკული  ისე თეორიული  თვალსაზრისით. ეს  ტრენინგი  დამეხმარება  სასწავლო პროცესი  გავხადო  უფრო  მრავალფეროვანი  და საინტერესო, რაც  საშუალებას მომცემს გვზარდო  საგაკვეთილო  პროცესში  მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია.  ამავე  დროს  ტრენინგის  საშუალებით  კიდევ  უფრო  კარგად  გავითავისე
 პროექტზე  მუშაობის  თავისებურებები,  მისი სწორად  დაგეგმვის   მნიშვნელობა ,
 მოსწავლეთა  საჭიროებების, მათი შესაძლებლობების  და ინტერესების გათვალისწინების  აუცილებლობა.
       ჩემთვის  ყველაზე საინტერესო  იყო  სარეკლამო  ბუკლეტის  შექმნაზე .საპრეზენტაციო  მასალის  მომზადებაზე ,  და  მოსწავლეთა მრავალფეროვან მრავალმხრ
ივ შეფასებებზე  მუშაობა და ჩემი  ნამუშევრების  ჩემს   ბლოგზე  განთავსება.
        ვისურვებდი, რომ  ასეთი  საინტერესო  და სასარგებლო  ტრენინგზე  ყოფნის
საშუალება  კიდევ  მომცემოდეს. კარგი  იქნება  თუ  ასეთ  ტრენინგებს  ცოტა  მეტი
დრო  დაეთმობა.
          დიდი  მადლობა  ქალბატონ  ქეთევან  ცერაძეს  ასეთი  საინტერესო  და
მაღალკვალიფიციური ტრენინგისათვის, მადლობა ჩვენთან  გატარებული
ცხრა  სამუშაო  დღისთვის.
     

 

   

Sonntag, 23. März 2014

მერვე დღე

1.მასალის  გამეორება
2.ფასილიტაციის  რესურსის  შექმნა
3პორტფოლიოს გადახედვა და დახვეწვა
4.პორტფოლიოს ატვირთვა  და ძირითად  ბლოგზე  მიბმა
5.რეფლექსის


      ტრენინგის  დასაწყისში  გავიმეორეთ ნასწავლი  მასალა , შემდეგ  შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში, ეს მოგვცემს  საშუალებას  დავეხმაროთ  მოსწავლეს პროექტზე
მუშაობის  პერიოდში.ფასილიტაცია შევქმენი  არჩეული პროექტის შესაბამისად.
      შემდეგ გადავხედეთ პორტფოლის ,შევიტანეთ შესწორებები  საქაღალდეებში,
რის შემდეგვისწავლეთ  თუ როგორ ავტვირთოთ ეს ჩვენი პორტფოლიო  ძირითად  ბლოგზე , ამისათვის  შევედით ჩვენს ფოსტაში  და მივევით ტრენერის ინსტრუქციას.
      დღის  ბოლოს მოვახდინეთნასწავლი  მასალის  რეფლექსია.

Samstag, 22. März 2014

მეშვიდე დღე

1.მასალის გამეორება.
2.განსაკუთრების  საჭიროების  მოსწავლის  დავალება
3.პროექტის  გეგმაზე  მუშაობა
4.ბლოკის  გვერდები
5.რეფლექსია

       ტრენინგის  მეშვიდე  დღე  დავიწყეთ მასალის  გამეორებით. შემდეგ  დაუბრუნდით  პროექტის  გეგმას,   სადაც  ვიმუშავეთ  განსაკუთრებული  საჭიროებების  მქონე  მოსწავლეებისათვის  დავალებების  შერჩევაზე. რის  შემდეგაც  დავამთავრეთ  მუშაობა
 პროექტის  გეგმის  შევსებაზე.  შევავსეთ  დარჩენილი  პუნქტები.
     ასევე  ვისწავლეთ  თუ  როგორ  შევქნნათ ბლოგის  გვერდები  და  ჩვენს  ბლოგზე  შევქმენით  რამდენიმე  გვერდი.
      სამუშაო  დღის  ბოლოს  მოვახდინეთ  ნასწავლი  მ,ასალის რეფლექსია.

Sonntag, 16. März 2014

მეექვსე დღე

 1.მასალის  გამეორება
 2.მოსწავლის  ნიმუშის- პრეზენტაციის  შექმნა
 3.მოსწავლის  ნამუშავრის  შეფასება
 4.კომენტარი  ბლოგზე
 5, რეფლექსია


        ტრენინგის დასაწყისში  გავიმეორეთ   ნასწავლი  მასალა. შემდეგ  გადავედით  მოსწავლის   ნიმუშის  პრეზენტაციის  შექმნაზე.  საპრეზენტაციო  პროგრამის   გამოყე-
ნებით შევქმენით  მოსწავლის  საპრეზენტაციო  ნიმუში , შემდეგ  მოვახდინეთ ნამუშევრის  შეფასება. გავაკეთეთ სხვადასხვა შეფასების რუბრიკები  მაგალითად:
პრეზენტაციის,  პროექტზე  მუშაობის,   და  ა.შ.
    ვისწავლე  ბლოგზე  კომენტარის  დადება.
    დღის  ბოლოს  მოვახდინეთ  ნასწავლი  მასალის  რეფლექსია.

Samstag, 15. März 2014

მეხუთე დღე


 1. მასალის  გამეორება
 2. საავტორო  უფლებები,საავტორო  უფლებების  შაბლონის   გაცნობა
 3. მოსწავლის  ნიმუშია  ბლოგი  შექმნა
 4. რეფლექსია

 ტრენინგის  მეხუთე  დღე  დავიწყეთ  განვლილი  მასალის  გამეორებით.  გავიხსენეთ
წინა  დღის  ნსწავლი  მასალა.
  გავეცანით საატორო  უფლებების  დაცვას. აქ ვნახეთ  ვებ  გვერდების შაბლონი  და  ბიბლიოგრაფიის  შაბლონი.
    შევქმენით  მოსწავლის  ბლოგის  ნიმუში.  ვისწავლეთ  გაჯეტები- დამატებითი ელ-
ქტრონული ინსტრუმენტი. შევქმქნით  გაჯეტები. შევცვალეთ წყობა    და ა.შ.
   

Sonntag, 9. März 2014

ტრენინგის მეოთხე დღე


1.მასალის  გამეორება
2.შეფასების  სხვადასხვა  მეთოდები
3.დროში გაწერილი  შეფასების  გეგმის  შედგენა
4.პორტფოლიოს  პრეზენტაცია
5.რეფლექსია

Samstag, 8. März 2014

ტრენინგის მესამე დღე

1. მასალის  გამეორება
2.სტანდარტის დადგენა და სასწავლო  მიზნის  განსაზღვრა
3. მიმართულების მიმცემი საკვანძო  კითხვები
4.რეფლექსია

ტრენინგის  მესამე  დღე  ტრენერმა  დაიწყო  წინა  ტრენინგზე  ნასწავლი  მასალის  გამეორებით . განვსაზღვრეთ ჩვენი  პროექტის  სტანდარტით  განსაზღრული  შედეგი და  მიზანი .  გავაცანით  სხვადასხვა  სახის  კითხვებს:  შინაარსობრივ,  ზოგადს  და  თემატურს.  შევავსეთ  პროექტის  გეგმის  ნაწილი. ტრენინგის  ბოლოს  მოვახდინეთ
ნასწავლი  მასალის  რეფლექსია  გამეორება.